ხაბეიშვილის სარჩელი 

18:20, 26.02.2020

ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა. მისი მტკიცებით, მერიამ და ქონების მართვის სააგენტომ „ქართუსთან“ დაკავშირებულ კომპანიას სამშენებლო მიზნებისთვის კანონდარღვევით გადასცეს ორბელიანის მოედანზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას „სიცრუეს“ უწოდებენ ქონების მართვის სააგენტოში. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მიწის ნაკვეთი არ გასხვისებულა.

მსგავსი