კოვიდ-19 - ონლაინ კონსულტაციები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები დაიწყო. მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს ფეისბუქის გვერდზე, თბილისიდან ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ექიმი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს. პირველი ასეთი ონლაინ კონსულტაცია გუშინ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიმართა. დიასპორის წარმომადგენლების შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორი სპეციალისტი პასუხობდა. ანალოგიური ვიდეო-ხიდი დღეს ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიმართება.