ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე წარმატებით გაიარა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრეც წარმატებით გაიარა. მისი მეტოქე ამ ეტაპზე ბელგიელი რუბენ ბემელმანსი იყო, რომელიც მსოფლიოს 117-ე ჩოგანია.
ბასილაშვილმა რუბენ ბემელმანსი საათსა და 42 წუთში 3 სეტში – 7:5, 6:1, 6:3 დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 49-ე ნომერია.
შეხვედრა 19 იანვარს, ჩვენი დროით, 4 საათზე დაიწყება.