ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება – დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის რამდენიმე მოწმე იკითხება. მათ შორის არის ქართველი ჩოგბურთელის მეგობარი გოგოც, რომელიც უკვე სამი საათია, სასამართლოს ჩვენებას აძლევს.

კარლოტა ფონდერ-ლინდემ დეტალურად გაიხსენა 2020 წლის 21 მაისს, ავჭალაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში განვითარებული მოვლენები, როცა იქ ნელი დოროყაშვილი მივიდა. მისი თქმით, ბასილაშვილის მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დაუნახავს, სხვა შემთხვევაში, მისივე თქმით, ქართველ ჩოგბურთელთან ურთიერთობას არ გააგრძელებდა.

დღესვე სხდომაზე კიდევ რამდენიმე მოწმე დაიკითხება, მათ შორის არიან ფსიქოლოგებიც.