ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე წარმატებით გაიარა

13:14, 17.01.2018

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრეც წარმატებით გაიარა. მისი მეტოქე ამ ეტაპზე ბელგიელი რუბენ ბემელმანსი იყო, რომელიც მსოფლიოს 117-ე ჩოგანია.

ბასილაშვილმა რუბენ ბემელმანსი საათსა და 42 წუთში 3 სეტში – 7:5, 6:1, 6:3 დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 49-ე ნომერია.

შეხვედრა 19 იანვარს, ჩვენი დროით, 4 საათზე დაიწყება.

მსგავსი