ბასილაშვილის სასამართლო

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნელი დოროყაშვილის საქმეზე სხდომა ცოტა ხნის წინ დაიხურა. მიზეზად ბავშვის ინტერესები დასახელდა. იკითხებიან ჩოგბურთელის და მისი შვილის ფსიქოლოგები. ერთ-ერთს ეკუთვნის ექსპერტიზის დასკვნა, რომლიც საქმეში დევს. პროცესის დაწყებამდე კი ადვოკატმა განაცხდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიურ ტანჯვას როგორც ქორწინებაში ყოფნის დროს, ასევე განქორწინების შემდეგ განიცდიდა. უცნობია თავად ბრალდებული მისცემს თუ არა ჩვენებას.