ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო

გახმაურებული საქმის პროცესი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარი საქმის განხილვას ფიზიკურად პირველად ესწრება. ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი მედიასთან კომენტარს განხილვის დასრულებამდე არ გეგმავს, თუმცა სხდომათა დარბაზში აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის.

ბასილაშვილს ძალადობაში მისი ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ადანაშაულებს.