ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. ბრალდების მხარემ ახალი შუამდგომლობა დააყენა, რომლითაც ექსპერტი, რომელმაც ბასილაშვილზე ექსპერტიზა ჩაატარა, ტენდენციურობაზე საუბრობს. მისი თქმით, სპეციალისტი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ საჯაროდ ნელი დოროყაშვილის დისკრედიტაციას ცდილობდა. დაცვის მხარემ ახალი გარემოების შესასწავლად დრო მოითხოვა. მოსამართლემ აღნიშნული გაიზიარა და სხდომა გადადო.

შეგახსენებთ, 2022 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრალდების მხარე ასაჩივრებს.