ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება

საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სხდომაზე დაიკითხა საქართველოს პირველი ჩოგანის მეგობარი გოგოც. კარლოტა ფონდერ-ლინდემ დეტალურად გაიხსენა 2020 წლის 21 მაისს, ავჭალაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში განვითარებული მოვლენები, სადაც ნელი დოროყაშვილი მივიდა. მისი თქმით, ბასილაშვილის მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დაუნახავს, სხვა შემთხვევაში, მისივე თქმით, ქართველ ჩოგბურთელთან ურთიერთობას არ გააგრძელებდა.

აღნიშნულ ჩვენებას ნელი დოროყაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ მოწმე იტყუება. ბასილაშვილის ყოფილი ცოლის თქმით, ავჭალის ინციდენტის დროს კარლოტა ფონდერ-ლინდე სახლში არ იმყოფებოდა.