ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს პირველად, სასამართლო სხდომას დაესწრება. ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი სასამართლოში დედასთან ერთად მივიდა. ის პროცესზე პირველად შეხვდება პირისპირ მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს, რომელიც მას ძალადობის ბრალდებებს უყენებს. დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები.