ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას სპორტსმენი დისტანციურად ესწრება. დაზარალებული ნელი დოროყაშვილი კი დარბაზში იმყოფება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, აუდიო და ვიდეოჩანაწერებს იკვლევენ. შესაძლოა, სხდომის ნაწილი პირადი ცხოვრების შემცველი მასალების გამოკვლევის დროს დაიხუროს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.