ნავალნი რუსულ ციხეში გარდაიცვალა

დაკავებიდან სამი წლის შემდეგ რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში გარდაიცვალა.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო საერთაშორისო საზოგადოება კრემლს მწვავედ აკრიტიკებს. დასავლეთი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზს არ ენდობა და პოლიტპატიმრად მიჩნეულ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასჯელს დასავლეთ ციმბირში, განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში, სადამსჯელო იზოლატორში იხდიდა. ის 2021 წელს, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ნერვული აგენტით მოწამვლის მცდელობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინში თვეების განმავლობაში მკურნალობდა. ოპოზიციონერი ლიდერი მოწამვლის მცდელობაში რუსეთის პრეზიდენტს ადანაშაულებდა.