საპროტესტო აქციები რუსეთში

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გამართულ აქციებზე რუსეთის 30 ქალაქში 340 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი პირი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშია დაკავებული. ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციონერის სიკვდილის მიზეზებს გამოძიება მომდევნო კვარამდე ვერ დაადგენს. ნავალნის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მათ ნავალნის ცხედარი ამ დრომდე არ უნახავთ. დასავლეთმა ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ვლადიმირ პუტინს და მის რეჟიმს დააკისრა.