ალექსეი ნავალნის დედის განცხადება

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა აცხადებს, რომ მას შვილის ცხედარი აჩვენეს. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნავალნის დედამ განაცხადა, რომ მას ემუქრებიან, აშანტაჟებენ და პირობებს უყენებენ, როდის და როგორ უნდა ჩატარდეს ნავალნის დაკრძალვის ცერემონიალი. ამასთან, ალექსეი ნავალნის სპიკერის განცხადებით, დედისთვის ნაჩვენებ სამედიცინო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნავალნის გარდაცვალება ბუნებრივმა მიზეზებმა გამოიწვია. პარალელურად კი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნის ცხედარი მის დედას უნდა გადასცეს.