ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

ნატო-ს გენერალური მდივნის აზრით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილმა და უკრაინელი სამხედროების მიერ ავდეევკის დატოვებამ უნდა მიიქციოს ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და მისი მოკავშირეების ყურადღება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის აუცილებლობის მხრივ. „დარწმუნებული ვარ, რომ ნავალნის ხსოვნისადმი პატივისცემის საუკეთესო გზაა, რომ არ მიეცეს პუტინს ბრძოლის ველზე გამარჯვების საშუალება და უზრუნველვყოთ უკრაინის უპირატესობა.“- თქვა სტოლტენბერგმა. მან ასევე უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზეც ისაუბრა.