ალექსეი ნავალნის სიკვდილი - გაერო-ს მოწოდება

გაერო ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქმე დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს. მანამდე გაერო-მ ნავალნის დაპატიმრების გამო შეშფოთება არაერთხელ გამოთქვა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა, ვოლკერ ტურკმა მისი გათავისუფლება გასულ ზაფხულს საჯაროდ მოითხოვა და თქვა, რომ რუსეთი სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. „თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ სახელმწიფოა ამაზე პასუხისმგებელი“, – აღნიშნულია გაერო-ს განცხადებაში.