ალექსეი ნავალნის სიკვდილი - საერთაშორისო გამოხმაურება

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ გაერო, ევროკავშირი და მსოფლიო ლიდერები, რომლებიც რუსი ოპოზიციონერის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებენ. დღეს, ისევე როგორც გუშინ, არაერთი მწვავე შეფასება გაკეთდა მომხდართან დაკავშირებით. დღესვე ცნობილი გახდა, რომ არავინ იცის ალექსეი ნავალნის ცხედრის ადგილსამყოფელი.

რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში გარდაიცვალა. პუტინის ხელისუფლებამ ის 2021 წელს დააკავა და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა.