ალექსეი ნავალნის მკვლელობის საქმე

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის ხელისუფლებას, ალექსეის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს. იულია ნავალნაია პრეზიდენტ პუტინის ქრისტიანულ რწმენას სიყალბედ აფასებს და იმ ულტიმატუმზე საუბრობს, რომელიც ნავალნის დედას გუშინ წაუყენეს და უთხრეს, უახლოეს სამ საათში გამოეთქვა თანხმობა, ნავალნის საიდუმლოდ დაკრძალვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხედარს კოლონიის ტერიტორიაზე დაკრძალავდნენ.