მზადება საერთაშორისო ფორუმისთვის

ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში მას სავაჭრო-საქარავნო გზის სახელით იცნობდნენ. ეს გზა ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა. მეცხრამეტე საუკუნეში მას აბრეშუმის გზა დაარქვეს. ოცდამეერთე საუკუნეში კი, ისტორიული მარშრუტის აღდგენა ახალი აბრეშუმის გზის პროექტით იგეგმება.

საქართველოს განსაკუთრებული ინტერესი ამ პროექტის მიმართ ხვალ კიდევ ერთხელ დადასტურდება. თბილისში შეკრებილმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა უნდა იმსჯელონ, როგორ გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დასაკავშირებლად.

სანდრო ჯუფალაკიანი გვეტყვის, რა წინადადებებით ჩამოვიდნენ ფორუმის მონაწილეები თბილისში.