საქართველოს შუამავლის როლი და სამშვიდობო პოლიტიკა

საქართველოს შუამავლის როლი და სამშვიდობო პოლიტიკა – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შედეგებს პოლიტიკოსები აფასებენ. ორდღიანი შეხვედრები რამდენიმე შეთანხმებით დასრულდა. ეკონომიკურთან ერთად, აბრეშუმის გზის ფორუმს განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა.

საერთაშორისო პლატფორმამ საქართველოს, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი და რეგიონში მშვიდობისმყოფელის ფუნქცია უფრო მეტად წარმოაჩინა. ფორუმზე ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი ორი მეზობელი ქვეყნის პრემიერები ერთად იყვნენ წარმოდგენილები. როგორც ირკვევა, შედგა სამმხრივი შეხვედრა, რა დროსაც მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან რეგიონული მშვიდობის დამყარებისთვის მედიატორობის შეთავაზება კიდევ ერთხელ მიიღეს.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი #მოამბე სპეციალური გამოშვება #LIVE