ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებას მსოფლიოს ათი ქვეყნის დელეგაცია, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპიკერებმა მარნეულიდან და საგარეჯოდან, სტუმრებს მუნიციპალიტეტების კულტურული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს. ღონისძიების მიზანს ორი მუნიციპალიტეტის კულტურული და ტურისტული პოტენციალის ჩვენება, საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაცია და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.