აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და „სარტყლისა და გზის“ კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. სიმპოზიუმი ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს და „სარტყელი და გზის“ 10 წლისთავს მიეძღვნა.