მუხაესტატეს მიმართულებით ახალი გზა გაიხსნა

ახალი გზა გაიხსნა ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს მიმართულებით. კეთილმოეწყო, როგორც ცენტრალურ ავტომაგისტრალთან მისასვლელი გზა, ასევე, ასფალტბეტონის საფარი დაიგო სოფლის შიდა უბნებთან დამაკავშირებელ გზებზეც.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქობულეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.

წელს აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით 12,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საავტომობილო გზებზე მოეწყობა 15,7 სიგრძის ასფალტბეტონის საფარი, 24 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, აშენება 8 ახალი ხიდი და 45 ხელოვნური ნაგებობა.