იმიტირებული საგანგებო სიტუაციები – საქართველოში რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მეხანძრე-მაშველების წვრთნები მიმდინარეობს.
როგორ უნდა მოახდინონ სამაშველო ბრიგადებმა დროული რეაგირება ტყის თუ სახლების მასშტაბური ხანძრების, რადიაციული დაბინძურების და დაშავებულთა ვერტმფრენებით გადაყვანის საჭიროების დროს – ასეთია ძირითადი ამოცანები სპეციალურად მოწყობილ საწვრთნელ-სასწავლო პოლიგონზე. მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველოსთან ერთად კიდევ ექვსი ქვეყანა მონაწილეობს, რომლებიც საგანგებო სიტუაციებთან და სტიქიებთან ადამიანური რესურსით თუ საჭირო ტექნიკით ბრძოლის პროცესში ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
წვრთნებს გენო ოსიყმაშვილი ადევნებდა თვალს.