ძებნა-გადარჩენის ოპერაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ამ დრომდე გრძელდება ძებნა გადარჩენის ოპერაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მასშტაბური მეწყერი განვითარდა. უკვე დადასტურებულია ექვსი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. მიწის მასაში ახლა სამი დაკარგულის ძიების სამუშაოები ტარდება. მეხანძრე მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწყრული მასის მოცულობა 150 ათასი კუბური მეტრია, სიღრმე კი – 30 მეტრი.