საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმეზე, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესი დღეს აუდიტორის გამოკითხვით გაგრძელდა. საქმის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე ბრალდებულების ადვოკატებს პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაში ადანაშაულებდა.
თემურ ჯანაშიას ადვოკატის განცხადებით, აუდიტის მიერ გაცემულ დასკვნას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ის ბრალდების პოზიციის გამყარებას ისახავს მიზნად. ადვოკატი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ტენდენციური დასკვნებია გაკეთებული, რათა ბრალდების პოზიცია გამყარდეს. შემდეგი სხდომა 16 მაისს გაიმართება და პროცესი კვლავ მთავარი აუდიტორის, ნოდარ ვეკუას დაკითხვით გაგრძელდება.