სააკაშვილის სასამართლო პროცესი

სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი ბრალდების ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს. საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე. მიხეილ სააკაშვილი სხდომაზე „ვივამედიდან“ ერთვება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების ერთი მოწმის, ტელეიმედის ყოფილი გენერალური დირექტორის, ბიძინა ბარათაშვილის დაკითხვა იგეგმება.