დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

საქალაქო სასამართლოში ბრალდების მოწმე კრიზისების მართვის სააგენტოს ყოფილი მდივანი დაკითხეს. მინდია ჯანელიძემ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა პრემიერის დავალებაზე, რომლის მიხედვითაც ის 2014 წელს გარეჯის საკითხს იკვლევდა. როგორც მოწმემ პროცესზე განაცხადა, მოკვლევისას დადგინდა, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესში არ მოხდა იმ კარტოგრაფიული მასალის გამოყენება, რომელიც საქართველოს უკეთეს პირობებში ჩააყენებდა. ჯანელიძემ თქვა ისიც, რომ 1/200 000-იან რუკას, რომელიც გარეჯის კომპლექსს საქართველოს შემადგენლობაში აქცევდა, საერთოდ ვერ მიაგნეს. პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულები, რომლებიც მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურს უწოდებენ. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.