როინ შავაძის მკვლელობის საქმე

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულების, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სპეცრაზმელების პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა წერილობითი მასალით დღეს დაიწყება. როგორც პროკურორმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, გამოიკვლევენ წერილობით მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებს, როგორ გაიცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შავაძის ლიკვიდაციის დავალება და როგორ მოკლეს კუდ-ის სპეცრაზმელებმა 50-მდე გასროლით თავდაცვის სამინისტროს სერჟანტი. მოსამართლე გიორგი გელაშვილი იმ პირთა საქმეს იხილავს, რომლებმაც ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს. ბრალდებულთა ნაწილმა კი ნაფიცი მსაჯულები აირჩია და მათ საქმეზე მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.