მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სახელმწიფო აუდიტის მთავარი აუდიტორი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო აუდიტის მთავარი აუდიტორი დაიკითხა. ნოდარ ვეკუამ დასკვნაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა პრეზიდენტმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასაიდუმლოებული ხარჯებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხა არამიზნობრივად დახარჯა. საუბარია  მივლინებების დროს კვების, ტრანსპორტის, ტანსაცმლისა და კოსმეტიკური  მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯზე.

პროკურორის ინფორმაციით, ამ მოწმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც სახელმწიფო ბრალდება, ბრალდებულებს ედავება. თემურ ჯანაშიამ კი მოწმის ინფორმაციას კომიკური უწოდა.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება.