მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვით გაგრძელდა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვით გაგრძელდა, მოწმე რომელიც ჯანაშიას დანიშვნამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, იმ პროცესებს აღწერდა, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხების განკარგვა.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 7 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავება.