სასამართლო პროცესი

18:22, 12.11.2023

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დაკავებული მასწავლებლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა და პედაგოგს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი მედიისთვის დახურული იყო. მასწავლებელს ბრალად ედება მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება. შემთხვევა გურიის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდმა მომხდარის შესახებ კლასელებს უამბო. მასწავლებლებმა და დირექტორმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს. 13 წლის გოგონასთან ფსიქოლოგი მუშაობს.

მსგავსი