დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შეზღუდვები მოიხსნა.
მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა დილიდან გახსნილია. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სამლოცველოსკენ მიმავალ ბილიკებთან ისევ დგანან, თუმცა სასულიერო პირებსა და მომლოცველებს შეფერხების გარეშე ატარებენ.
მესაზღვრეების მიერ ოთხი დღის წინ დაწესებული აკრძალვები, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაციის შემდეგ მოხსნეს.
სასაზღვრო ზონაში მდებარე უდაბნოს მონასტერთან, მსგავსი შეზღუდვების დაწესება პირველი შემთხვევა არ იყო. ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა, თუ როდის შეიკრიბება სამუშაო კომისია, რომელმაც საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საზღვრის სადავო მონაკვეთის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს.