ვითარება დავით გარეჯში

ოთხდღიანი შეზღუდვის შემდეგ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მთელი ტერიტორია, დღეს დილიდან კვლავ გახსნილია.

მომლოცველებსა და ტურისტებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება როგორც აღდგომის ტაძრის, ისე უდაბნოს მონასტრის მიმართულებით. ადგილზე მყოფ სასულიერო პირებსა და მომლოცველებს, დღეს გიორგი კობერიძე ესაუბრა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვრთვათ.