დავით გარეჯის დაზიანებული ფრესკები

მორიგი ვანდალური ფაქტი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში.

უდაბნოს მთავარ ტაძარში და სატრაპეზოში  ორი ფრესკაა დაზიანებული. საუბარია მე-9 და მე-11 საუკუნეებით დათარიღებულ ფრესკებზე, სადაც  დემეტრე თავდადებული და კახელი დიდებულები არიან გამოსახულნი. კედლის უნიკალურ მხატვრობაზე ახალი წარწერები გიდმა აღმოაჩინა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბოლო ვანდალურ შემთხვევაზე ინფორმაცია „მოამბისგან“ მიიღო.

დატოვე კომენტარი