ვითარება დავით გარეჯში

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, აზერბაიჯანული მხარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

არსებული ინფომრაციით, მესაზღვეებს ჩიჩხიტურამდე მისასვლელად გზა გაჰყავთ. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აუცილებელია პრემიერ მინისტრისა და საგარაო საქმეთა მინისტრის ჩართულობით დაწყებული პროცესის დასრულება.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, დღეს მეორე შეხვედრა იმართება ბაქოში. მასში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მონაწილეობს.