პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

პირველი საერთაშორისო ვიზიტისთვის პრემიერმა აზერბაიჯანი შეარჩია. გიორგი გახარია მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა.

დავით გარეჯის საკითხის გამო ვიზიტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. მით უმეტეს, რომ ბაქოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს კონკრეტული თხოვნით მიმართა და დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის გადაწყვეტამდე ძველი სტატუს-ქვოს აღდგენა ითხოვა სადავო სასაზღვრო ზონაში, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია მოქცეული.

ქვეყნებს შორის სადავო საზღვრის საკითხზე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაკომპლექტებული ორმხრივი კომისია მუშაობს, თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პროგნოზები არაერთგვაროვანია.