ვითარება საოკუპაციო ზოლთან

რაც შეეხება ივლისის დასაწყისში გატაცებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს. მისი დაკავების მიზეზად დე ფაქტო მესაზღვრეები ღამურებს ასახელებენ, კერძოდ, მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქემ საზღვარი ლუგარის ლაბორატორიისთვის ღამურების მოპოვების მიზნით დაარღვია.

 დაკავებულს დღეს ეწურება 14-დღიანი კარანტინის ვადა და ორშაბათს მისი ე. წ. სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულს ე. წ. საზღვრის კვეთას ედავებიან.