დეპუტატებმა ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს  

უთანხმოების მიზეზი გახდა პარლამენტში სუს-ის უფროსის მოსმენის ფორმატი.

2018 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა დაიხურა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს დეპუტატებმა, მათ შორის უმრავლესობის წევრებმა, ვახტანგ გომელაურს ძირითადად პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარ არეულობაზე, მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაზე და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებაზე ჰკითხეს.

მმართველი გუნდისგან გასხვავებით, ოპოზიცია მიღებული პასუხებით უკმაყოფილოა. რაც შეეხება ანგარიშს, დოკუმენტის მიხედვით, ოკუპაცია ქვეყნის მთავარი გამოწვევაა. ანგარიშში საუბარია უცხო ქვეყნების სპეც-სამსახურების საფრთხისშემცველ ქმედებებზე, არეულობის კერების შექმნაზე, საგარეო კურსის შეცვლის მცდელობაზე და სუს-ის მიერ გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე.

ნოდარ ჩაჩუას ვრთავთ პარლამენტიდან.