21 მარტი - მესაზღვრის დღე

მესაზღვრეები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.

საზღვრის დაცვის სფეროში წელს რამდენიმე სიახლეა. სასაზღვო პუნქტებში ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მესაზღვრეების აღჭურვილობის შეცვლა იგეგმება.

„მოამბე“ დღეს სვანეთში ჩავიდა და გადაიღო, როგორ ასრულებენ მესტიის სასაზღვრო პუნქტში განლაგებული მესაზღვრეები პროფესიულ მოვალეობას.