მლეთაში, ლომისობასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, 80-მდე მაშველია მობილიზებული. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე, რთული რელიეფის გამო, ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები. დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაული, ლომისობა აღინიშნება.