თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა

მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილი სამივე მთამსვლელი ნაპოვნია. ისინი ცოტა ხნის წინ მესტიაში მაშველებმა გადაიყვანეს. მანამდე სამაშველო ოპერაცია კიდევ ორი პირის ჩამოსაყვანად ჩატარდა. თეთნულდიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩაიყვანეს.