დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები

ათი ათასობით მსხვერპლი, 350 000-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი და ზარალი, რომელიც 84 მილიარდ დოლარს აჭარბებს – ასეთია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგი ერთი კვირის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ დროში გადარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება, მაშველები მაინც საკმაოდ ფრთხილად მუშაობენ და სამძებრო ოპერაციას არ წყვეტენ. დღის მთავარი გმირი ის რამდენიმე ადამიანია, რომლებიც ნანგრევების ქვეშ 170-საათიანი ყოფნის შემდეგ ცოცხლები ამოიყვანეს. მათ შორის არის მცირეწლოვანიც. სტიქიური უბედურების ზონებად ქცეულ 10 რაიონში სამაშველო-სამძებრო ოპერაციასთან ერთად იწყება სალიკვიდაციო სამუშაოებიც. პარალელურად, ნანგრევებად ქცეულ ქალაქებში ნგრევის ასეთი მასშტაბების მიზეზების დადგენას ცდილობენ. სამშენებლო სფეროს ექსპერტები კორპუსების საძირკვლის სისუსტესა და რკინა-ფოლადის სიმცირეზე საუბრობენ. სწორედ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ათეულობით ადამიანის, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორების დაკავების ორდერები უკვე გაცემულია.