ხანძარი ბორჯომში

ისევ მძიმეა სიტუაცია ბორჯომის რაიონში, სადაც მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ინტენსიურ რეჟიმში ცდილობენ. პროცესში დილიდან ჩართული იყო სამი ვერტმფრენიც, თუმცა დაღამების შემდეგ საფრენმა აპარატებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. მიუდგომელი რელიეფის გამო მაშველებს ცეცხლის კერებთან მიახლოება უჭირთ. სიტუაციას მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარიც ართულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შექმნილია საგანგებო შტაბი. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. გიორგი პაჭიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე დილიდან სტიქიის ზონაში მუშაობენ და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდიან.