პრემიერი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაიში იმყოფებოდა

თურქეთში, საქართველოს პრემიერმა სტიქიით დაზარალებული ჰათაი მოინახულა.

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ქართველ მაშველებს, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ ადგილზე. საქართველოს მთავრობის მეთაური საკოორდინაციო და კრიზისულ ცენტრშიც იმყოფებოდა და ესაუბრა თურქეთის ენერგეტიკის და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ჩვენმა ქვეყანამ თურქეთისგან დახმარებისთვის მადლობაც მიიღო. ვიზიტი უკვე დასრულებულია.