ცეცხლის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

მეცხრე დღე ხანძრის გაჩენიდან, – ბორჯომის მუნიციპალიტეტში ვითარება შედარებით სტაბილურია.

ცეცხლის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, თუმცა ჯერ ისევ რჩება პრობლემური მონაკვეთები, სადაც ხელახლა აალების საფრთხე დიდია. მათ დამუშავებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მეხანძრე-მაშველებთან და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ცდილობენ. მძიმე ტექნიკით იჭრება ამ კერებამდე მისასვლელი გზა.

გიორგი მანჯავიძე და პაატა ჯაჭვლიანი მუშაობენ სტიქიის ზონაში.