მინისტრთა კაბინეტის წევრთა განცხადებები

2018 წელს მთავრობის ბოლო სხდომაზე შეიკრიბნენ ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ მინისტრებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. მათ შორის, ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრებმა.

დავით სერგეენკომ ყურადღება გრიპის ვირუსზე, ივანე მაჭავარიანმა კი ვალების ჩამოწერის პროგრამაზე გაამახვილა.