ვინ დატოვებს საპარლამენტო მანდატებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე მანდატს ტოვებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მან ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადების მიღების ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.

პარალელურად, მანდატებს ტოვებენ უმრავლესობის წევრები – დავით სერგეენკო და ვახტანგ ჩაჩიბაია.