ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი

სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების დაფინანსების გაზრდა და საგარეო ვალის შემცირება – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზე მუშაობასაც მთავრობა გაზრდილი ბიუჯეტით გეგმავს. გარდა ორი ძირითადი პრიორიტეტისა, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით დაფინანსება ეზრდება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას, ასევე დამატებითი თანხა მიიმართება ბიზნესის მხარდასაჭერ პროექტებსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას საკანონმდებლო ორგანო ხვალიდან დაიწყებს.