საბჭოთა რეჟიმთან მებრძოლი პოეტი, რომელიც 96 წლის წინ ამ დღეს მოკლეს.
მრავალწლიანი ტრადიცია არც დღეს დარღვეულა – ფშავში მიხა ხელაშვილი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ის იყო 20-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის წევრი და სახალხო პოეტი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას ტყეში გახიზნული ებრძოდა იარაღით და კალმითაც. სწორედ ამიტომ, მისი შემოქმედება წლების განმავლობაში იკრძალებოდა.